22 აპრილი, 2022

რეჟისორი მიშა ჭიაურელი ბრძოლის ხაზზე

რეჟისორმა მიშა ჭიაურელმა 80 წლის ასაკში უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა.

მანანა დუმბაძე, მწერალი:

“უშიშარი ვითა უხორცო… 80 წლის მიშა ჭიაურელი დანჯღრეული ავტობუსით 17 საათიანი ჯაყჯაყის შემდეგ ჩავიდა უკრაინაში. ახლა კიევშია და დოკუმენტურ ფილმს იღებს. ძალიან ბევრი იწვალა, სანამ წასვლის უფლებას მოიპოვებდა. მაინც მიაღწია თავისას. არ აუტეხავს ხმაური, არიქა, მომაქციეთ ყურადღება ბრძოლის ხაზზე მივდივარო. მე სრულიად შემთხვევით, მეგობრისგან გავიგე იქ რომ იყო უკვე.

ასე ჩუმად აკეთებს მიშა თავის და ქვეყნის საქმეს. მისი გაკეთებული კი, როგორც წესი, ბევრისაზე უფრო მართალი და ხარისხიანი გამოდის. ეს არის ჭეშმარიტი ინტელიგენტის და ხელოვანის ქცევა. რომელმა მედიამ იცის ამის შესახებ რამე? მე არსად არაფერი მომისმენია. დღეს დითირამბებს სულ სხვა გმირებს უმღერიან.”