ყურადღებით მოუსმინეთ მიხეილ ღანიშაშვილს

პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი – ილტოსპირელი ჯერ კიდევ წლების წინ თავისი ლექსით გვაფრთხილებდა: “რუსს ნუ ენდობი, ქართველო, გახსოვდეს, შენი მტერია!”

ილტოს ფიქალი

ილტოზე კლდეა ფიქალის,
ზედ ერთი სიბრძნე სწერია:
მტრისა და მოყვრის გარჩევა
ვინც იცის, ბედნიერია!

რუსს ნუ ენდობი, ქართველო,
გახსოვდეს, შენი მტერია!
არც ხვალ დაგინდობს, არც – ზეგა,
ეგ იმნაირი ერია!

უკვე რამდეჯერ გაგყიდა,
საკლავად გამოგერია,
სად თქმულა სიყვარულითა
დედინაცვალთან გერია?!

„სიფრთხილეს თავ არ ასტკივა!“ –
ანდაზა ამბობს ძველია,
გინდ აქე, გინდა აძაგე,
გველი ყოველთვის გველია!”