8 აპრილი, 2022

ოთარ ჭილაძის წინასწარმეტყველური 8 აპრილი

მწერალ ოთარ ჭილაძისთვის წინასწარმეტყველური აღმოჩნდა მის დღიურში გაკეთებული ჩანაწერი 1989 წლის 8 აპრილს – “ხვალ უარესია მოსალოდნელი!”:

“8 აპრილი. დღეს ტანკი შევარდა რუსთაველის პროსპექტზე – ახალგაზრდები დაუწვნენ წინ!..

…ხვალ უარესია მოსალოდნელი!

პლაკატები: “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ‘გაუმარჯოს ერთიან, თავისუფალ საქართველოს”, “საბჭოთა კავშირი – ხალხთა საპყრობილეა”, “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია”, “ოკუპანტებო, გაეთრიეთ საქართველოდან”.

რუსთაველზე ტანკის “გასეირნების” შემდეგ, ვიღაც გოგოსა და ბიჭს, მკაცრად მოღუშულებს, ასეთი პლაკატი მოჰქონდათ: “არ შეგეშინდეთ ამ ტილიანების”.

საკუთარი პლაკატით მოვიდნენ ფერეიდნელი ქართველები.”