23 აპრილი, 2022

ოთარ ჭილაძის შედევრი

ოთარ ჭილაძის მიერ წლების წინ დაწერილი ლექსები თუ წერილები, ჩანაწერები თუ რომანები იმდენად აქტუალურია, რომ ათასობით მკითხველის აღფრთოვანებას იწვევს.

ამის დასტურად “არტინფო” გენიოსი შემოქმედის ერთ-ერთ ლექსს გიზიარებთ:

“ტყუილად რეცხავ ჯალათის ცოლო!
არ მოშორდება შენს ღარიბ ჭურჭელს
სისხლის ლაქები.
მე მეცოდება შენი ქალობა,
შენი სხეულიც
და შენი სულიც – თავშესაფარი
ლაჩრის და მონის.
შესაცოდია, რა თქმა უნდა, თუკი არ
იცი, ვის ვნებას აცხრობ.
თუკი არ იცი, ვის უჩუმდები.
თუკი არ იცი, რომ ყოველ ღამე
გველი გეხვევა და არა მკლავი, თოკი
გეხვევა სახრჩობელების, –
ადამიანის ცრემლით და სისხლით
და ბოლო კვნესით დამძიმებული…”