3 აპრილი, 2022

ნინო ქათამაძის ყველაზე ძლიერი შესრულება

მომღერალ ნინო ქათამაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ხელოვანი უკრაინელების დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს – აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, ატარებს მხარდამჭერ კონცერტებს, ხვდება დევნილ უკრაინელებს.

სასტუმრო “რუმსში” მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის მან ნიკოლოზ რაჭველთან და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მცირე შემადგენლობასთან ერთად კონცერტი გამართა.

მან ცნობილი უკრაინული სიმღერა “ჩერნობრივცი” დარბაზში მყოფებთან ერთად იმღერა.