მოუსმინეთ ნატო გელაშვილს

მომღერალი ნატო გელაშვილი არაჩვეულებრივი სიმღერების გარდა, არაჩვეულებრივ ლექსებსაც წერს.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ:

“მე გავუძელი ტკივილით დაღლას,
უმადურების მდაბიო ბოდვებს,
არ შევეპუე არავის, რადგან
ვიცი, უფალი არასდროს მტოვებს.

მე გავუძელი ცხოვრების დაღმართს,
უსამართლობის ამღვრეულ მორევს,
მე გავუძელი, რადგანაც კართან,
უფალი სანთელს ანთებულს ტოვებს!..”