14 აპრილი, 2022

კლოდ ლელუშის არაჩვეულებრივი წერილი

ფრანგი კინორეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის კლოდ ლელუშის პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წერილი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ:

“მხოლოდ ერთი გენიალური რეჟისორი არსებობს – ღმერთი. მის პიესაში თამაშობს მილიარდი ადამიანი და ყველას სჯერა, რომ მთავარი როლი აქვს.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს სიმართალეა.

პიესა საკმაოდ აბურდულია, არავის წაუკითხავს სცენარი, არავის გაუვლია რეპეტიცია, ყველა იმპროვიზაციას მიმართავს და ცდილობს გაიგოს თავისი როლის აზრი და პიესის ჩანაფიქრი.”