6 აპრილი, 2022

ივანე ქურასბედიანის სპეციალური ვიდეომიმართვა

გრიბოედოვის თეატრის მსახიობმა ივანე ქურასბედიანმა სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა:

“გამარჯობა, მე გახლავართ ივანე ქურასბედიანი, თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობი. პირველად ამ თეატრის სცენაზე ფეხი 2005 წელს დავდგი და მას შემდეგ, 17 წლის განმავლობაში არაერთხელ ვყოფილვარ გასტროლზე უკრაინასა და რუსეთის ფედერაციაში. ყოველი სტუმრობისას ახალ-ახა მეგობრებს ვიძენდი და დღეს ბევრი მეგობარი მყავს ორივე ქვეყანაში და სწორედ ამიტომ ვწერ ამ ვიდეოს რუსულად.

პირველ რიგში, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა და აბსოლუტური მხარდაჭერა გამოვუთხადო უკრაინელ ხალხს და სამშობლოს ყველა დამცველს და გარდა ამისა, მინდა ჩემი მკაფიო დამოკიდებულება ვაჩვენო ჩემს მეგობრებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და არა მხოლოდ…

მას შემდეგ, რაც ვნახე, რა მოხდა ბუჩაში, დავინახე დახოცილი ადამიანები შეკრული ხელებით და ნატყვიარებით კეფაში, მკვდრებით სავსე სარდაფები, გამოტყავებული და გაძარცვული ბინები, საძმო საფლავები და რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ამგვარი მხეცობები, მე მივიღე გადაწყვეტილება, დღეიდან, ვიდრე არ დასრულდება ეს სამხედრო დანაშაული, გენოციდი უკრაინელი ხალხის გამარჯვებით, მე გადავწყვიტე, აღარ ვითამაშო სპექტაკლები რუსულ ენაზე.

ოდნავი ზიზღი არ გამაჩნია არც რუსი ხალხის და არც რუსული კულტურის მიმართ, მაგრამ დღეს როცა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ასეთ სისასტიკეს ჩადის რუსეთის არმია, მე არ შემიძლია სპექტაკლების მშვიდად თამაში რუსულ თეატრში ისე, თითქოს არაფერი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თეატრი ჩემს მშობლიურ ქალაქშია და, ფაქტიურად, იგი ქართულია.

მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მეგობრებს და ყველას, ვინც ნახავს ამ ვიდეოს, აპროტესტეთ, აპროტესტეთ დაუღალავად, ნებისმიერი საშუალებით, სამართლიანობის და უდანაშაულო სიცოცხლეების სახელით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი პროტესტი ვერაფერს შეცვლის, რომ აღმოჩნდებით გარიყული ან ირონიის მსხვერპლი. აპროტესტეთ, გამოხატეთ თქვენი აზრი! და მაშინ ბოროტებას აუცილებლად მიეზღვება დამსახურების მიხედვით.

უკრაინა კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ფასად, რომელსაც იგი იხდის არა მხოლოდ თავისთვის, არამედ ჩვენთვის ყველასთვის, იქნება და დარჩება აყვავებულ, მშვიდობიან, ძლიერ, სუვერენულ და თავისუფალ ქვეყნად!

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”