ისიამოვნეთ ტარიელ ჭანტურიას საოცრებით

პოეტ ტარიელ ჭანტურიას შემოქმედება სავსეა სასიამოვნო ლექსებით.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

დედაჩემი – სამაგალითო დიასახლისი

“ქრისტე არ ხარ, მაგრამ ერთხელ
მოშიებულ ას კაცს
სულ უბრლოდ გაუყავი
ერთადერთი პასკა!
პასკა რაა! – სუფრა მახსოვს
ასჯერ უკეთესი:
ას მშიერ კაცს ამყოფინე
ერთადერთი თევზი!
იქნებ თავად მაცხოვარსაც
შეპარვოდა შური:
ას მშიერ კაცს უწილადე
ერთი დედას პური!
ერესია შედარება
მოკვდავის და უფლის,
მაგრამ თუკი უფალია
შემწე შენი სუფრის?!.
არ ენახოს შენს ნაშიერს
შიმშილი და ომი! –
შენს ნაშიერს, შექმნილს შენი
ღვთაებრივი ცომით…
შენ რომ იცი, სხვამ ვინ იცის
სუფრის უცებ გაშლა!
ხედავ? – სიტყვას ვერც ვამთავრებ,
პირებს გვიწვავს ხაშლა…”