იოსებ ნონეშვილის ულამაზესი მიძღვნა ქართულ ენას

პოეტმა იოსებ ნონეშვილმა ჩვენთვის უძვირფასეს ქართულ ენას ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

“ჩვენი ქართული – სიტყვაქარგული
სამშობლოს ფიქრი და აღმაფრენა.
ჩვენი ქართული – რუსთველის ენა,
ილიას ენა, აკაკის ენა.

ხან ყვავილების ნელი შრიალი,
ხან იადონთა ხმატკბილი სტვენა,
სიტყვა ფრთიანი, ნაპერწკლიანი,
ბარაქიანი ქართული ენა.

გულუხვი, როგორც რთველში ვენახი,
საამო, როგორც შრიალი ხეთა…
ჩვენ ხომ მას დედა-ენას ვეძახით,
გვიყვარდეს, როგორც მშობელი დედა.”