25 აპრილი, 2022

ილიკო სუხიშვილის საჩუქარი

ილიკო სუხიშვილი ქართული ცეკვის მოყვარულებს ახალ-ახალი საჩუქრებით დაუსრულებლად ანებივრებს.

ამჯერად ქორეოგრაფმა საზოგადოებას ცეკვა “ქართულის” მელოდიაზე დადგმული ახალი ცეკვა – ქარაბშა – წარუდგინა.

ცეკვას, ნუცი ბეჟაშვილისა და მურო გაგოშიძის შესრულებით, შეუძლებელია ემოციებისა და აღფრთოვანების გარეშე უყუროთ.