2 აპრილი, 2022

გუჯა ბურდულის მთავარი სათქმელი

მსახიობ გუჯა ბურდულისთვის მიძღვნილ ამ სიტყვებში, სრული ჭეშმარიტებაა:
“ლომებრ ბუბუნებდა, ხანაც გუგუნებდა…
ზეცის გადაწია ურდული,
ფრთხილად შეაღო და
ღმერთის გზას გაუყვა,
ჩუმი ნაბიჯებით… ბურდული.”

გუჯა ბურდული:

“…მაშინ სხვა გრძნობა იყო. სხვა ხალხი იყო. იმნაირი საქართველო და ხალხი გენატრება. სოფელში რომ წახვიდოდი, ბაბუა ბაბუა იყო, ბებია – ბებია, პაპა – პაპა და ბაბო – ბაბო. მამა და დედა ბავშვებს უვლიდნენ, მერე ბავშვები უვლიდნენ მშობლებს – წესი იყო ასეთი. ახლა ვერ გაიგებ, რა ხდება.

იმდროინდელი თავაზიანობა სად მოვა, ამდროინდელ თავაზიანობასთან. სულ სხვა იყო. ძალიან თბილი იყო ხალხი.

ბებიებს კაბის ჯიბეში კანფეტები რომ ჰქონდათ – ჩაიყოფდნენ ხელს ჯიბეში და იტყოდნენ: „აი, შენ, კანფეტი“.

განათლებული ახალგაზრდობა მოდის, უფრო განათლებული, ვიდრე ჩვენ, მაგრამ იმ განათლებას ზრდილობა არ მოსდევს, ისეთი, როგორიც ჩვენ გვქონდა…”