16 აპრილი, 2022

გიორგი შენგელაია ლევან აბაშიძეზე

ლევან აბაშიძემ ნიკუშა ჩაჩანიძის როლი განასახიერა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ლეგენდარულ ფილმში “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” და ამ როლით სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მაყურებელს.

გიორგი შენგელაია ლევან აბაშიძესთან მუშაობას ყოველთვის დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებდა:

,,ლევანს გენეტიკურად ყველა ის თვისება ჰქონდა, რაც ახასიათებდა ნიკუშას. ეს იყო მისი გენეტიკური სიმდიდრე.

ლევანს თამაში არ დასჭირვებია, მისთვის საკმარისი იყო ანტურაჟი, ჩაცმა. სხვა ვერავინ განასახიერებდა ასე ზუსტად ნიკუშას.”