22 აპრილი, 2022

გიორგი გილიგაშვილის გამორჩეული ვიდეო

მსახიობმა გიორგი გილიგაშვილმა წელიწადის ერთ-ერთ უმძიმეს დღეს – წითელ პარასკევს – გამორჩეული ვიდეო მიუძღვნა.

მან ათასობით გულშემატკივრისთვის იესოს ჯვარცმაზე ლექსი წაიკითხა:

“სისხლივით წითელია წითელი პარასკევი,
ყურში სამსჭვალების ხმა მესმის,
იუდას მოწილე ვარ დავასკვენი
და ვერცხლს არ გავუყოფ არავის.
წინ უფალის ნეშტი მისვენია,
არა მწამს…
აღდგა უფალი და მაინც,
ეს ადამის მოდგმის ბრძოლის ველია…
ცოდვილნი კვლავ ველით აისს…
სისხლივით წითელია, წითელი პარასკევი
ყურში სამსჭვალების ხმა მესმის.”