19 აპრილი, 2022

განსაკუთრებული ჯილდო ნანა ფაჩუაშვილს

რუსთაველის თეატრის მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა განსაკუთრებული ჯილდო მიიღო.

საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ეროვნული ბიზნეს რეიტინგების საორგანიზაციო კომიტეტების ერთობლივი გადაწყვეტილებითა და შვეიცარიის რეიტინგების ასოციაციის მხარდაჭერით თეატრისა და კინოს მსახიობს ულამაზესი ჯილდო გადაეცა.