29 აპრილი, 2022

გამორჩეული მიძღვნა მარინა თბილელს

თეატრისა და კინოს ულამაზეს მსახიობს მარინა თბილელს რეჟისორმა ამირან შალიკაშვილმა პატარა, მაგრამ გამორჩეული ლექსი მიუძღვნა:

ქალბატონ მარინა თბილელს

“სულო, ატირდი, ატირდი,
ცრემლებო, ტკივილს ჩაბარდი,
ჩემო ლამაზო მზეთამზევ,
მუდამ ქალღმერთად გსახავდი.

დღეს ჩვენს სულიდან გაბრძანდი,
ალბათ ყვავილებს ჩაბარდი;
აქ ვარდებს ედარებოდი,
იქაც ვარდებად გამრავლდი.”