6 აპრილი, 2022

დიდებული იოსებ ნონეშვილი

პოეტი იოსებ ნონეშვილი და მისი შემოქმედება ყველაზე გულწრფელი და მათალია.

ლექსი “ორი გასაღები” შემოქმედის მარგალიტთა შორის ერთ-ერთია:

“მე ვნახე ერთი
სურათი ძველი,
ხსოვნაში ჩამრჩა იგი მას აქეთ.
ჯოჯოხეთის და
სამოთხის მცველი
ცივად დაჰყურებს ორ დიდ გასაღებს,
ერთით მას ძალუძს
გაღირსოს ბედი –
დაგაძმობილოს სამოთხის კართან,
ხოლო მეორით –
შავ ჯოჯოხეთის
გადაგაფაროს შავბნელი კალთა.
…შენც უხილავად
გიპყრია ხელში
და წყვილ გასაღებს დაჰყურებ დინჯად.
შეარხევ,
ძილშიც მათი ხმა მესმის,
შენი თილისმის ძალას თუ სინჯავ.
ერთი წკრიალებს
ტკბილად, ვით ზარი,
მაგრამ მეორე გველივით წივის.
ერთს ჯოჯოხეთის
დაჰნათის ალი,
ხოლო მეორეს – სამოთხის სხივი,
ღვთაებავ ჩემო,
ფიქრსაც ვერ ვბედავ,
განკუთვნილია ჩემთვის რომელი,
სამოთხის შვებას
მიმზადებ ნეტავ,
თუ ჯოჯოხეთის ტანჯვა მომელის?”