21 აპრილი, 2022

ანა კალანდაძე საიდუმლო სერობაზე

პოეტმა ანა კალანდაძემ საიდუმლო სერობას ჯერ კიდევ 1961 წელს მიუძღვნა ულამაზესი ლექსი:

“ფიტარეთში

ამ ძველ ტაძარში ბეღურები
ისადგურებენ
და თითქმის მუდამ ესწრებიან
წმინდა სერობას…
და როს მხრჩოლავი საცეცხლური
მოაქვს ქერუბიმს
თვალებს ხუჭავენ შიშისაგან
მათდა უნებურ.
როს ვერცხლით სავსე პარკით ხელში
ჯდება იუდა
წმინდა სუფრაზე – მონა ყოვლთა
ამქვეყნიურთა,
ისინი სწყვეტენ ძველ კედლებში
ხმაურს და ჟივჟივს
და… რაღაც დიდის მოლოდინში
კვდებიან შიშით.
ამ ძველ კედლებში ბეღურები
ისადგურებენ
და თითქმის მუდამ ესწრებიან
წმინდა სერობას…”