13 მარტი, 2022

ულამაზესი ჩანაწერი რეზო ამაშუკელისგან

რეზო ამაშუკელმა თავისი პოეზიით ულამაზესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.

“თოვს” – ასე ჰქვია მის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც მარტში თოვას ეძღვნება. ლექსი კომპოზიტორმა ზურა მანაგაძემ ულამაზეს სიმღერად აქცია და ის “ვია ჯორჯიამ” გასული საუკუნის 80-იან წლებში იმღერა:

“თოვს,
მარტმა ამინდი არია.
შენ გავხარ ღვთისმშობელს –
მარიამს!
არ გინდა
არც რა სამკაული,
გუნდა-ლახუსტაკი
და უმარილი,
შენა ხარ პატარა სასწაული
ციდან ჩამოსული სტუმარივით.
შენს თმებს
ველური ვარდისა და
მთის თაფლის ნაზი სურნელი აქვს,
ცოტა შეიფერთხე დარდისაგან,
მაგაშიც ეშხი ურევია!..
თოვს…
ხანდახან წვიმას გამოურევს,
მარტი გიჟია და სულელია,
ადამიანს დარდს რა გამოულევს,
ჭკუათმყოფს დარდი ულევი აქვს!..
თოვს, თოვს…”