8 მარტი, 2022

ნუცა შანშიაშვილის საგანგებო ვიდეო

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი ამერიკიდან საგანგებო ვიდეოს ავრცელებს:

ОБРАЩЕНИЕ НА РУССКОМ ЯЗЫКЕ !

“გაოცდა მთელი სამყარო უკრაინის სიმტკიცით, ვაჟკაცობით, ერთიანი ძალით! უკრაინის სამაგალითო, ძლიერი პრეზიდენტით, რომელიც იბრძვის თავგანწირული.

ეს ბრძოლა არ არის მარტო უკრაინის ბრძოლა, დღეს ისინი იბრძვიან ქართველების თავისუფლებისათვის, რუსი ხალხის თავისუფლებისათვის და საერთოდ სამყაროს და თვითოეული ადამიანის თავისუფალი არჩევანისათვის!

ეს არის სინათლის არმია! სანამ შერცხვენილი არ დარჩა მთელი მსოფლიო, ყოველივე ძალა უნდა მოიხმაროს იმისათვის, რომ ეს სისხლისმღვრელი ომი გააჩეროს!”