14 მარტი, 2022

მიხეილ ჯავახიშვილი რუსეთზე

მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა რუსეთზე თავის უბის წიგნაკში მოკლე, მაგრამ ყველაფრისმთქმელი ჩანაწერი გააკეთა:

“ქართული ნაციონალიზმი ანუ პატრიოტიზმი მხოლოდ სიძულვილია უცხოელებისადმი, რომელთაც დაიპყრეს ჩვენი სახლი, ჩვენი ცოლ-შვილი და ჩვენი ნაშრომი.

რუსული ნაციონალიზმი კი აღვირაწყვეტილი სიხარბეა მხეცისა, რომელმაც ათი მეზობლიდან ცხრა შეჭამა და მეათესაც მოითხოვს!”