19 მარტი, 2022

მერაბ მამარდაშვილის უზუსტესი შეფასება

ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა უზუსტესი შეფასება გააკეთა, როდესაც ქართველებს საკუთარ თავზე მუშაობა ურჩია:

“ჩვენ იმდენ ხანს ვთვლემდით, ისე გავიყინეთ, რომ დღეს ხელახლა უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის გარჩევა სიკვდილისგან, ოცნებისა – რეალობისგან.

ქართველებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, განდევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი მათ ზნეში, საქმიანობაში რომ დაგროვდა.

საბჭოურად დაპატარავებულებმა დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი, აღარ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ რთულ საზოგადოებაში.”