ლიზა ბათიაშვილის სამაგალითო საქციელი

მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა გერმანიაში აქცია-კონცერტი გამართა, რომელიც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის ჩატარდა.

ნიკოლოზ რაჭველი:

“ბერლინის ფილარმონია, ლიზა ბათიაშვილი, სადირიჟორო პულტთან ნიუ იორკის ფილარმონიული ორკესტრის წინა მუსიკალური ხელმძღვანელი ალან გილბერტი.

ლიზას ინიციატივით დიდი აქცია-კონცერტი გაიმართა გერმანიის უმთავრეს საკონცერტო დარბაზში, რომელიც გერმანიის კულტურის მინისტრმა წაიყვანა, სადაც მსოფლიო ვარსკვლავებმა თავისი გამოსვლით გამოხატეს სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, ხალხის, რომელიც ყველა ჩვენგანის ომს ომობს…”

ლიზა ბათიაშვილი:

“რა ცოტა რამ შეგვიძლია გავაკეთოთ იმ უბედურების წინააღმდეგ, რასაც ეს უდანაშაულო ხალხი განიცდის. ვერასდროს შევძლებთ მათ დავუბრუნოთ ის, რაც უკვე დაკარგეს. ამის მიუხედავად, მაინც არ უნდა დავნებდეთ და ვიყოთ მათთან ყველანაირად – სიტყვით, მუსიკით, დახმარების სურვილით!

მოდით, შევწყვიტოთ საკუთარ დადებით და უარყოფით მხარეებზე ფიქრი, როდესაც საქმე ეხება დიქტატურასთან და სიბნელესთან ბრძოლას.

ეს კონცერტი იყო მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ უკრაინის მოსახლეობას დავპირდეთ, რომ ჩვენ მათ განსაცდელში არ მივატოვებთ!”