ლევან უჩანეიშვილი ლიკა ქავჟარაძეზე

მსახიობმა ლევან უჩანეიშვილმა თავისი კოლეგას ლიკა ქავჟარაძეს გულწრფელი წერილი მიუძღვნა:

“ჩემო ლიკა მაპატიე… ყველას აპატიე… საქართველოს აპატიე… ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!

გვაპატიე, რომ დაგივიწყეთ, ხელში არ აგიყვანეთ, შენს საოცნებო სამყაროში არ წაგიყვანეთ!

შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ, არავინ არ ყოფილა. შენი სილამაზის ღირსი საქართველოც კი არ ყოფილა!

შენი ცხოვრებაც ტრაგიკული ფილმივით ყოფილა!…

გვაპატიე! რომ შენს ნატვრის ხეზე გამობმული ოცნება, სამწუხაროდ, არ ასრულდა…

გვაპატიე! რომ შენი ცხოვრებაც შეწყვეტილი ფილმივით დასრულდა…

გვაპატიე!

ჩემი ბრალიც არი!

ყველას ბრალი არი!

საქართველოს ბრალი არი!

გვაპატიე, რომ მე, ყველას, საქართველოს უთხარი უარი… დაგვიტოვე დარდი, სევდა, ცრემლი, სიცივე და ქარი… ყველასათვის ჩარაზული კარი….

ჩემო ლიკა მაპატიე…

ყველას აპატიე…

საქართველოს აპატიე…

შეხვედრამდე. ლევანი.”