12 მარტი, 2022

გოგონას ქანდაკების საოცარი ისტორია კიევიდან

კიევის მემორიალური პარკის შესასვლელთან დგას ძალიან გამხდარი გოგონას ქანდაკება, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს.

გენო ცაავა, რეჟისორი:

“კიევის მემორიალური პარკის შესასვლელთან არის ძალიან გამხდარი გოგონას სკულპტურა ძალიან სევდიანი გამოხედვით, რომელსაც ხელში ხორბლის ყური უჭირავს.

ეს არის ძეგლი, რომელიც იხსენებს ისტორიულ მოვლენას, რომელიც ცნობილია როგორც ჰოლოდომორი.

რა არის ჰოლოდომორი?

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, მაგრამ 1919 წელს საბჭოთა კავშირმა იგი საბჭოთა სახელმწიფოთა საზოგადოებაში „ჩაიწერა“…

უკრაინელები, ჯერ კიდევ მაშინ თვლიდნენ თავს ცენტრალურ ევროპელ ხალხად, როგორც პოლონელები და აღმოსავლეთ ევროპელები და ცდილობდნენ აღედგინათ უკრაინის დამოუკიდებლობა.

1932 წელს სკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს სტალინს არ სურდა დაეკარგა კონტროლი ევროპის მთავარ მარანზე და მიმართა საზარელ ფორმას. მან უკრაინელ გლეხებს წაართვა მარცვლეულის მწარმოებელი მიწა, რითაც შეიქმნა ხელოვნური შიმშილი. მიზანი იყო „უკრაინელებს ჭკუა ესწავლათ“, რათა ისინი ოფიციალურ მოსკოვს აღარ დაპირისპირებოდნენ.

ადამიანები, რომლებიც ევროპაში ყველაზე მეტ მარცვლეულს აწარმოებდნენ, პურის ნატეხის გარეშე დარჩნენ. გოლოდომორის პიკი იყო 1933 წლის გაზაფხულზე. იმ დროს უკრაინაში ყოველ წუთში შიმშილით 17 ადამიანი იღუპებოდა, ყოველ საათში 1000-ზე მეტი და თითქმის 24500 ყოველდღე! ხალხი ფაქტიურად შიმშილით კვდებოდა ქუჩებში.

სტალინმა რუსი მოსახლეობა დაცარიელებულ უკრაინულ სოფლებში დაასახლა და საბჭოთა ხელისუფლებამ გააუქმა აღწერა, გაანადგურა აღწერის საბუთები და აღმრიცხველები დახვრიტეს ან გულაგში გაგზავნეს, რათა სრულად დაემალათ სიმართლე.

ყველა მტკიცებულება განაადგურეს და მსხვერპლებს ათწლეულების განმავლობაში მალავდნენ, გადარჩენილებს იძულებით აჩუმებდნენ…

უკრაინის რუსეთისგან დამოუკიდებლობის სურვილი მარადიულია…”