30 მარტი, 2022

გოჩა აბულაძის უძლიერესი შესრულება

ოპერის მომღერალმა გოჩა აბულაძემ ულამაზესი შესრულება მიუძღვნა ყველა იმ პატარა ანგელოზს, რომელიც რუსეთის სისასტიკემ იმსხვერპლა:

“ეს სიმღერა ეძღვნება ყველა პატარა ანგელოზს, რომელიც რუსეთის საშინელმა და უსამართლო სისასტიკემ იმსხვერპლა. ბავშვებს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსული ბოროტების საფრთხის ქვეშ არიან: მინდა ეს უკრაინული საჩურჩულო ნანა უმსუბუქებდეს მათ რაკეტების და ბომბების ხმაურს!

დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!

დიდება ყველა ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვის ცოცხლობს!

რაც უფრო მეტს გავაზიარებთ, მით უფრო ჩავახშობთ ბომბების ხმას!

მადლობა უმაგრეს ადამიანს ირაკლი შარაძეს აკომპანიმენტისთვის და თანადგომისთვის.

მადლობა ვანო სნოველს გვერდში დგომისთვის!”