6 მარტი, 2022

გიგი პიანომენის საოცარი ამბავი

პიანისტი გიგი პიანომენს თავისი ნიჭიერებითა და გამორჩეული შესრულებით ათასობით ერთგული მსმენელი ჰყავს.

მიშა ჟღენტი მუსიკოსზე საოცარ ამბავს ავრცელებს:

“მეგობრებო, არ შემიძლია ეს არ მოვყვე.

15 წუთის წინ ერთ ადგილზე უკრავდა ცნობილი პიანისტი გიგი პიანომენი. მასთან მივიდა მოსკოველი რუსი ორ ქალბატონთან ერთად და დაუდო 100 დოლარიანი, ნუ როგორც მერე გავიგე, რამე ჩვენებური დაუკარიო. გიგიმ გამოართვა ფული, რაც მე და მეგობრებს ძაან გაგვიკვირდა, მაგრამ მერე რაც მოხდა, იყო კაცობის გაკვეთილი.
გიგი დაჯდა და უთხრა მათ, ეს თქვენ გეძღვნებათო და დაუკრა უკრაინული სიმღერა “ჩირნობრივცი”. ეს იყო შოკი…

ესენი ისე აწითლდნენ, ადგნენ, რის შემდეგაც გიგიმ ფული უკან პიჯაკში ჩაუდო და უთხრა, ეს ფული გუშინ გარდაცვლილ ბავშვს გაუგზავნეო…

იმ წუთში დატოვეს რესტორანი, დაჟე გავიგონე ქალები ლიფტთან ამბობდნენ, ხო ვამბობდი, ქართველი ასეთი “კრუტოიაო”.

მოკლედ გიგი შენ ხარ კაცი! მადლობა!

იქვეც გითხარი და აქაც გწერ!”