გაიცანით ჯაზ მომღერალი ანიკო დოლიძე უკრაინიდან

ანიკო დოლიძე ქართველი ჯაზ მომღერალია უკრაინიდან, რომელიც ია საკანდელიძემ გაგვაცნო:

ანიკო დოლიძე უკრაინელი ქართველი – ჯაზ მომღერალია. ბატონმა გია ყანჩელმა გაგვაცნო და დაგვაკავშირა ერთმანეთს და რაც ომი დაიწყო, მისი დარდი მქონდა, გაჭირვებით ვუკავშირდებოდი.

სასიხარულოდ, ანიკომ და მისმა 7 წლის ბიჭმა რთული და ხანგრძლივი გზა გამოიარეს და ღმერთის წყალობით მშვიდობით ჩამოაღწიეს საქართველოში. ამჟამად ბათუმში ნათესავებთან იცხოვრებენ. პატარა გიოსთვის ვიოლინოც კი უპოვიათ, რომ მუსიკის გაკვეთილები აქაც გააგრძელოს. ვუსურვებ სიმშვიდეს და სიწყნარეს, ვიცი რომ აქ მათ სითბო და ყურადღება არ მოაკლდებათ.

ანიკოს არაჩვეულებრივი ჯაზბენდი ჰყავს კიევში, მაგარი პროფესიონალი მუსიკოსებით დაკომპლექტებული… ინსტრუმენტების მაგივრად, იარაღი უჭირავთ და იბრძვიანო, გულისტკივილით მითხრა. ღმერთს ვთხოვ, ომი მალე გათავდეს და მშვიდობამ დაისადგუროს.

გაუმარჯოს უკრაინას! Слава Україні!”