22 მარტი, 2022

ამირან შალიკაშვილის საოცრად ნათქვამი

პანტომიმის თეატრის დამაარსებელი საქართველოში ამირან შალიკაშვილი არა მარტო უნიჭიერესი მსახიობი და რეჟისორი, არამედ შესანიშნავი პოეტიც იყო.

“არტინფო” გთავაზობთ მის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც ხელოვანის განსაკუთრებულობაში დაგარწმუნებთ:

“პურის ყანებს გავივლი, მწყერი ამიფრინდება,
ეს ქვეყანა უჩემოდ რანაირად იქნება?
ეს ლამაზი ჯეჯილი ისევ აბიბინდება,
მე რომ აქ დავდიოდი, ყველას დაავიწყდება.

ციდან წვიმა წამოვა, ცრემლად დამაწვიმდება,
ყველა ტკბილი ოცნება ერთ დღეს გამიფრინდება;
ხეებს თოვლი დაათოვს, თეთრად შემობინდდება,
ჩემი ტანჯვის დღეები შვილსაც დაავიწყდება.

რაც აქ იყო ცხოვრება, იქაც ისე იქნება,
რაც ტკივილი აქ მქონდა, იქაც ის ამტკივდება.
სად დაიწყო ქვეყანა – ფიქრი მას რას მისწვდება,
გაზაფხულზე მერცხალი ისევ შემოფრინდება,

ამ მიწაზე ყოველთვის სიყვარული იქნება,
მაგრამ წუთისოფელი დავიწზყებას მიჰყვება…
პურის ყანებს გავივლი, მწყერი ამიფრინდება,
ეს ქვეყანა უჩემოდ რანაირად იქნება?”