2 თებერვალი, 2022

რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილე ამერიკაში აღინიშნება

დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე 100 წლის წინ ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში “დავით ღვინიანიძის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში” აღნიშნავს.

ცნობილმა მომღერალმა ამ მასშტაბურ პროექტში ქართული მხარეც ჩართო – საქართველოდან ამერიკაში ცნობილი საზოგადოების მიწვევა იგეგმება.

უნიჭიერესი ქართველი საოპერო მომღერალი მედეა ამირანაშვილი, რომელიც ლაღიძის ოპერა “ლელას” პირველი შემსრულებელია, დავით ღვინიანიძისგან სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

“ჩემი მიზანია, საქართველომ არასდროს დაკარგოს თავისი კულტურული მნიშვნელობა მსოფლიოს მოწინავე ერების კულტურათა შორის და მუდამ იდგეს თავის გამორჩეულ ადგილას.

რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილეს გამართვა ჩემთვის დიდი სტიმული და პატივია, ამიტომ ამას სიამოვნებით ვუხელმძღვანელებ – ეს ჩემს სამშობლოსთან მაახლოებს” – აღნიშნა დავით ღვინიანიძემ.