3 თებერვალი, 2022

ხელოვნების სასახლეში მაია ციციშვილის სახელობის დარბაზი გაიხსნება

10 თებერვალს ვალერიან-სიდამონ ერისთავის გამოფენასთან ერთად ხელოვნების სასახლეში, ცნობილი ქართველი ხელოვნებათმცოდნის, მაია ციციშვილის სახელობის დარბაზი გაიხსნება.

პროფესორმა მაია ციციშვილმა არაერთი ნაშრომი თუ პუბლიკაცია მიუძღვნა ხელოვნების სასახლეში დაცულ კოლექციებს, მათ შორის ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრებს.

მანვე ხელოვნებათმცოდნე ლელო ჭიჭინაძესთან ერთად შეისწავლა ფონდ “ქართუს” მიერ შეძენილი და საქართველოში დაბრუნებული მეფე თეიმურაზის უნიკალური პორტრეტი.

პროფესორი მაია ციციშვილი გახლდათ თავისი დროის გამორჩეული მეცნიერი, მისი ნაშრომები კი ქართული ხელოვნებათმცოდნეობისათვის საეტაპოა.

მაია ციციშვილი იყო ხელოვნების სასახლის მეგობარი, მისი საგანძურის მკვლევარი და მზრუნველი.

გამორჩეული მეცნიერის სახელობის დარბაზი სასახლის პირველ სართულზე გაიხსნება, იქ სადაც მაია ციციშვილის შესწავლილი და გამოკვლეული არაერთი ნამუშევარია გამოფენილი.