ძალიან კარგი ამბავი მარო მაყაშვილზე

საქართველოს ეროვნულ გმირზე მარო მაყაშვილზე ძალიან კარგი ამბავი ვრცელდება.

რეჟისორი გოჩა კაპანაძე ცხინვალის თეატრში 25 თებერვალს მაყურებელს სპექტაკლს “მარო მაყაშვილის დღიური” შესთავაზებს.

საპრემიერო წარმოდგენის ნახვა მაყურებელს 19 საათზე ცხინვალის თეატრის ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ ეთერში შეეძლება.

„…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.

შენი მარო.“ – მარო მაყაშვილის ბოლო წერილი მამას ფრონტიდან.