28 თებერვალი, 2022

ახალი თეატრის სამაგალითო საქციელი უკრაინელებისთვის

ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა სამაგალითო გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის და მათი შვილებისთვის 4, 5 და 6 მარტს თეატრი “მუსიკის ჰანგებს” ითამაშებს:

“ჩვენო ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, ვინც იმყოფებით საქართველოში, თბილისში და გყავთ შვილები, 4, 5, 6 მარტს ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო ახალი თეატრი გიწვევთ ჩვენს სპექტაკლზე ბავშვებისთვის “მუსიკის ჰანგები”.

მხოლოდ უკრაინის პასპორტის წარდგენა დაგჭირდებათ. გელოდებით.

დიდება გმირებს!
დიდება უკრაინას!

ძვირფასო მაყურებლებო, გთხოვთ შეატყობინოთ საქართველოში მყოფ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს!”