ვახტანგ ღლონტი – ქართველების გასაგონად!

პოეტი ვახტანგ ღლონტი ქართველების გასაგონად ერთ ძალიან საყურადღებო ლექსს გვიზიარებს:

“როცა…

(ზოგიერთი ქართველის გასაგონად)

როცა ჯიუტად არ გესმის,
რომ ორჯერ ორი – ოთხია;
ცოლს მოგიხნავენ ხიზნები,
ჯერ ყანას გაგითოხნიან.
შენ, ოღონდ გაძღე, გკიდია
ფეხზე – ქრისტეც და მახმადიც;
თავი ვერ მიგიტანია
(ძირში მოჭრილი) სახლამდის.
და მაინც, როცა შეთვრები,
რაღაც წარსულით დიდგულობ;
გადასაგდები ნივთივით
ნაგვის ურნასთან მიდგმულო.
რას ეუბნები წინაპარს,
სისხლი რომ შენთვის აქცია;
რომ დაუსახლე საფლავზე
ათასი ჯურის მაქცია.
ერისკაცებსაც დასცინი
უწიგნურო და უგვანო;
რამდენს გიხდიან თურქები
უკანალი რომ უქანო?!
მალე მიხვდები თავადაც
თავი რა შარშიც გაყავი;
რამ დაახვავა, გამჩენო,
ერთად ამდენი ნაგავი.
მე ისევ გეტყვი ჯიუტად,
რომ ორჯერ ორი – ოთხია;
მტერი შინა გყავს, ქართველო,
მოგწონს და, დედაც მოგხნია!”