თინა ჭილაძე ოთარ და თამაზ ჭილაძეებზე

თინა ჭილაძე ოთარ და თამაზ ჭილაძეებზეოთარ და თამაზ ჭილაძეების დამ – თინა ჭილაძემ ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებები წიგნში ,,თამაზთან და ოთართან ერთად” გააერთიანა.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს წარმოგიდგენთ:

“მახსოვს, ამ ამბების მერე, ჭაბუა ამირეჯიბმა დარეკა, ევტუშენკოა ჩამოსული, სუფრა მაქვს და ორივეს გეპატიჟებითო. ძმებმა მისვლაზე უარი უთხრეს.

ცოტა ხნის მერე, ოთრი საგარეოდ ჩაცმული გამოვიდა თავისი ოთახიდან.

– საით გაგიწევია? – ვკითხე.

მალე მოვალო, მიპასუხა და კარი გაიხურა. მართლაც, მალე მოვიდა. სანამ მოვიდოდა, თამაზი ძალიან ნერვიულობდა. ეტყობოდა მიხვდა, სადაც წავიდა ოთარი.

რომ დაბრუნდა, სახეზე აწითლებული იყო. სად იყავი-მეთქი, ვკითხე? ჭაბუასთან ვიყავი, ევტუშენკოს ყველაფერი ვუთხარი, რაც უნდა მეთქვა და წამოვედიო. ევტუშენკომ კარში მომაძახა: Отар , какой ты злой – ო…”