2 იანვარი, 2022

შოთა ნიშნიანიძის უტკბილესი დალოცვა

პოეტ შოთა ნიშნიანიძის ლექსებში ნამდვილად არის არაერთი გამორჩეული მარგალიტი, რომელიც პოეზიის მოყვარულებს განსაკუთრებულად უყვართ.

“არტინფო” ერთ-ერთ ასეთ ლექსს გიზიარებთ:

“ფუძის ანგელოსო, ჭერის ანგელოსო,
კალთა დაგელოცოს, ფრთები დაგელოცოს.
დიდი მყუდროება, დიდი იმედები
ისევ გაიმეტე, როგორც იმეტებდი.
ხოლო მწუხარებას, შიშს თუ სნეულებას
ჩემთან ნუ ექნება ნურა წვეულება.
მზე, მზე ჩამობარდნე რძიან ბუტკოებად,
მზე შინა და გარეთ, მზე და მყუდროება !”