14 იანვარი, 2022

ყველაზე ლამაზი საახალწლო სიმღერა

ახალ წელზე არაერთი ლამაზი სიმღერა არსებობს, თუმცა გიორგი ცხადაძისთვის ყველაზე გამორჩეული “თეთრი იასამანია”. გია გორდეზიანის სიმღერა გურამ პეტრიაშვილის ტექსტზეა შექმნილი.

გიორგი ცხადაძე, მომღერალი, მსახიობი:

“ბევრი ლამაზი და თბილი საახალწლო სიმღერა არსებობს, მაგრამ “თეთრი იასამანი” ჩემთვის განსაკუთრებულია.
ტექსტის ავტორი ბატონი გურამ პეტრიაშვილია, რომელსაც ყველა კარგად იცნობთ. შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და ასე სპონტანურად ვიმღერეთ. სიმღერის ისტორია კი კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებულია:

ბატონი გურამი უნივერსიტეტის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ თავის პირველ სიყვარულს ხვდება და მისი გრძნობებიც თავიდან იღვიძებს. ხოდა, სახლში დაბრუნებულმა, ტექსტიც უცებ-უცებ დაწერა. როგორც თავად ამბობს, ქალმა დღესაც არ იცის მისი სიყვარულის შესახებ.

ტექსტიც და სიმღერაც პირველ სიყვარულს ეძღვნება.”