20 იანვარი, 2022

კირა ანდრონიკაშვილი რუსუდან კიკნაძეზე

მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი ამერიკაში გარდაცვლილ კოლეგაზე რუსუდან კიკნაძეზე უდიდესი სითბოთი და სიყვარულით საუბრობს:

“ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა ვერაზე, სადაც მე გავიზარდე, მაგრამ რუსიკოს განსაკუთრებული სხივი მოჰქონდა, როცა ის გამოჩნდებოდა.

მისი ნიჭიერება ჩანდა ყველა მის კინოროლში, მას ძალიან დიდი კარიერა და კარგი ცხოვრება ეკუთვნოდა.

მე ბედნიერი ვარ, რომ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, გული მწყდება, რომ ბოლო წლებია არ მინახავს, ის ამერიკაში ცხოვრობდა…”

ფოტო ვრცელდება პირველად – რუსუდან კიკნაძე და კირა ანდრონიკაშვილი, ბათუმი, 1969 წელი.