იამაყეთ ნინო ხარატიშვილის წარმატებით

ქართველმა მწერალმა ნინო ხარატიშვილმა საერთაშორისო წარმატებების წყალობით არაერთხელ აგვავსო სიხარულითა და სიამაყით.

ონლაინ ღონისძიებაზე „წიგნები ბერლინალეზე“ გამომცემლებმა და ლიტერატურულმა აგენტებმა ფილმისა თუ სერიალის სცენარად ადაპტირებისთვის სხვადასხვა მწერლის ნაწარამოებები წარადგინეს.

მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის – ბრაზილიის, საფრანგეთის, კამერუნის, გერმანიის, ისრაელის, ესპანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის – ავტორის მიერ დაწერილ დაახლოებით 190-მდე წიგნს შორის „ბერლინალემ“ 10 საუკეთესო წიგნი შეარჩია.

რჩეულთა შორისაა ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი „სინათლის ნაკლებობა“. მას ქართულად მაია ფანჯიკიძე თარგმნის.

„წიგნები ბერლინალეზე“ ონლაინ რეჟიმში 14-15 თებერვალს ჩატარდება.