12 იანვარი, 2022

გურამ დოჩანაშვილის უძვირფასესი სიტყვები

კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებაში ძალიან ბევრი ძვირფასი ჩანაწერია.

“არტინფომ” მრავალთაგან ერთ-ერთი საუკეთესო ამოარჩია:

“ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ – კარგი.

რამდენჯერ მოგვსვლია: შეხედავ კაცს – მოგეწონება, გაიცნობ – მოგეწონება, დაგელაპარაკება – მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ – უიმე, მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და…

პირიქითაცაა: შეხედავ – აგბურძგლავს, გაიცნობ – დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს – დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და… არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია – არაა ცუდი.

მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ – კარგია, გაიხედავ – ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ – ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ – მაინც ცუდი… წარმოგიდგენია? – ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც…

და სულ ასე. საერთოდ კი, რომ აღინიშნოს, ამ მესამე კატეგორიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი შედის…”