5 იანვარი, 2022

გოგი დოლიძის უძლიერესი შესრულება

მომღერალ გოგი დოლიძის შემოქმედებაში ძალიან ძნელია ერთი განსაკუთრებული სიმღერა დაასახელო, რადგან მის რეპერტაურში თითოეული ნამუშევარი ნამდვილი შედევრია.

“არტინფო” გთავაზობთ გოგი დოლიძის მიერ მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილ სიმღერას. სიმღერა კომპოზიტორმა ზურაბ მჟავიამ პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ლექსზე შექმნა.

“ქართველები შეარიგე, მერაბ!

საქართველოს ერთგულება ენატრება,
სიყვარული ენატრება გელათს!
მთაწმინდიდან გადმოდექი, გევედრები,
ქართველები შეარიგე, მერაბ!
საქართველოს სამართალი ენატრება,
საქართველო შინდისფერად ელავს,
ანგელოზებს შეავედრე სამართალი,
სათნოება შეავედრე, მერაბ!
მუქი ნისლი დასწოლია შავნაბადას,
თეთრი ცხენი ელოდება მხედარს,
საქართველოს ბასიანი ელანდება
და დიდგორი ესიზმრება, მერაბ!
ცრემლიანი შემოგვყურებს ღვთისმშობელი,
სამთავისი სევდიანად რეკავს,
მთაწმინდიდან გადმოდექი, გევედრები,
ქართველები შეარიგე, მერაბ!”

ლაშა ღლონტი, მომღერალი:

“ეს სიმღერა მერაბ კოსტავას ეძღვნება და გოგი დოლიძე ასრულებს.
ეს 2 ადამიანი რომ გვყოლოდა, დღეს უფრო მეტად გვეყვარებოდა ერთმანეთი.”