24 იანვარი, 2022

გელა ჩარკვიანის საუკეთესო რჩევა

მწერალი გელა ჩარკვიანი თავის წიგნებში გულწრფელად წერდა ცხოვრებაზე, საინტერესო მომენტებზე და საუკეთესო რჩევებსაც აძლევდა მკითხველს.

აი, ერთ-ერთი მათგანიც:

„იყავით დიპლომატიურები. რას ნიშნავს დიპლომატიური? ზოგჯერ უშნო სიმართლეს ამჯობინეთ ტყუილიო, ვერ გირჩევთ, მაგრამ დიპლომატების წრეში გავრცელებული გამოთქმისა არ იყოს, ეკონომიურად მოექეცით სიმართლეს, ყველაფერს ნუ იტყვით. ნუ ეტყვით ადამიანს, ვაიმე ეს რა დაგმართნია, როგორ გასუქებულხარო“.