გელა ჩარკვიანის საოცარი ჩანაწერი

გელა ჩარკვიანის საოცარი ჩანაწერიდიპლომატმა გელა ჩარკვიანმა თავისი საოცარი ჩანაწერებით უამრავი ერთგული მკითხველი გაიჩინა.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი ჩანაწერიდან:

„საქართველოში სადღეგრძელოს წარმოთქმისას ასე ვამბობთ, გაგიმარჯოსო. ეს სიტყვა ნიშნავს, ყოველთვის გამარჯვებული ყოფილიყავიო. შექსპირი საუკუნეების განმავლობაში გამარჯვებული იყო და ასე დარჩება იმ დღემდე, როცა დრო და სივრცე, რომლებსაც იგი ასე წარმატებულად უგულებელყოფდა, დაასრულებს არსებობას „ან სლუკუნით, ან გრუხუნით“ – მეორე დიდი პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ.

დარწმუნებული ვარ, რომ იმ დღეს ჰამლეტი, დანიის სამეფოს პრინცი, ჯერაც ცოცხალი იქნება, რათა აუწყოს თანაპლანეტელებს, რომ წინ „სხვა არაფერი დარჩა, გარდა მარადიული სიჩუმისა“.

გამხნევდით! იმ დღემდე სავარაუდოდ მილიარდობით წელი გვაშორებს. მანამდე კი ვიხალისოთ ცხოვრებით, რომელმაც, სხვა მრავალ განძთან ერთად, უილიამ შექსპირის საოცარი ფენომენი გვიბოძა.“