12 იანვარი, 2022

დიდებული საშა გველესიანი

საშა გველესიანის გულშემატკივრები დიდი ხანია კამათობენ – პოეტი უფროა ეს უნიჭიერესი ადამიანი თუ მსახიობი?

“თოვდა” – ასე ჰქვია დიდებულ ლექსს, რომელიც ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ნიჭიერებაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ:

“დეკემბრის ხეებს,
სიჩუმემისჯილ
და უჩიტებო იაფ მეძავებს,
შეეპარებათ ფესვებში ხინჯი,
ქარებს გარყვნიან
და გაწეწავენ…
თოვლი (სიკვდილის თეთრი
ხიფთანი…)
უქრთამო, უფრთო, ჯიბის
გარეშე
და ქარიც, როგორც ლოთი
მიმტანი,
ისე ქრის, თითქოს ღვინით
გალეშეს…
დღეს მაჩუქებენ ზამთრის
არმაღანს,
შევიწვენ ყინვას, ისე
ჩუმალას
– დამჭრელი კვნესით მოთოვს
ამაღამ
და უმზეოებს მზეს დაუმალავს…
მე, გავალოთებ ამ ზამთარს
მწარედ
ვერ გადაიტანს თავის თავს,
ალბათ,
ღმერთო,
ეს თოვლი ამარცხებს ბზარებს,
ღმერთო, ეს სახლიც
თვალდათვალ დალბა…
მეც, გადამიტანს ზამთარი,
მშვიდად,
ყოველ ფიფქს, თეთრ ფერს
და გარინდებას,
მე, გადავიტან ყინვას,
რომ მშლიდა,
რაც არ მქონდა და აღარც
მინდება…
ვიღაც, ქუჩაში დადის
და სჯერა,
ვიღაც, მთვრალივით, დგას
და ირწევა,
რომ დროს, ძარღვებში
დათესილს, ჯერაც
ვიტან და წლების მიჭირს
მიწევა…
სულ ცოტაც, ჩუმად, მეტის
მოთმენით,
მეტის გაძლებით, მშვიდი
მარტვილის,
ვიცი მომიხვალ და ჩამოთბები
და მაინც,
თოვდა, თოვდა ამ დილით,
უგულოდ,
უშნოდ და უბავშვებოდ,
უბეღურებოდ გადაევერცხლე
თმას და იმედის სადღაც
გაშვებით,
წელს, ბეღურებიც გადაჰყვნენ
მერცხლებს.
წელს, უჩიტებო ზამთარი
ივლის
თეთრი ფილონით
და იქადაგებს,
როგორც წმინდანი, უზარო
დილის,
ჩააცმევს მეძავ ხეებს
არდაგებს…
მერე კი, ფრთებქვეშ ორ ბარტყს
მომისვამს,
იცის ტკივილის ასე
მიგდება
სასაცილოა, მარტოობისგან,
კაცს რომ ძუძუში რძე ჩაგიდგება
და ვზრდი დეკემბერს,
სიჩუმემისჯილ
და უჩიტებო დღეების
ლორდი,
აუხდენელი ფიქრივით დინჯი,
მოსასვლელია თოვლი და მოდის…”