11 იანვარი, 2022

დიდებული მიძღვნა თეონა ქუმსიაშვილს

მუცოში ტრაგიკულად დაღუპულ მომღერალ თეონა ქუმსიაშვილსა და მის ორ პატარას – ჯარჯისა და დემეტრეს, პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

ახლა იესოს ვუმღერი

ეძღვნება თეონა ქუმსიაშვილს და მის ორ ანგელოზს – დემეტრე და ჯარჯი დაიაურებს

“წყალი ზღვარია ყოველთა,
წყალი და მთები მაღლები…
წყალო, ცოდვა რად დაიდე
დაიაურის ბალღების?
არხოტს თეონა ჩასძახის;
ჩემზე ნუ დარდობ, გელაო,
ამ ცათა სასუფეველში
შუქია, განა ბნელაო.
ორივ ერთად მყავს ბოკვერი,
ანგელოზთ ვუმზერთ ლამაზებს,
შენთან ვართ, როცა ღონდები,
როს ხედავ მზეს და ვარსკვლავეთს.
ახლა იესოს ვუმღერი,
მადლი ამსხმია მძივებად…
მძიმეა სოფლის უღელი,
ზეცაში არ მემძიმება.
მაღლიდან ვუცქერ ხარჯიხვებს,
ხანდახან ამეტირება…
ჯარჯი დემეტრეს ჩაიხვევს,
ღრუბელზე ჩაეძინებათ.
*******
ჩემზე ნუ დარდობ, გელაო,
უფალთან არა ბნელაო!”