27 იანვარი, 2022

დავით მაჭავარიანის უნიკალური ნახატები “ვეფხისტყაოსანზე”

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანის” გმირები არაერთ მხატვარს დაუხატავს. გამონაკლისი არც დავით მაჭავარიანია. მის მიერ ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელში შესრულებული ულამაზესი ნახატები ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა გაგავიზიარა:

“ყველაზე გრძელი შავ-თეთრი ნახატია, რაც კი მინახავს.

თან, “ვეფხისტყაოსანია.”

ეს ბარათშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელშია და რამდენიმე კედელი ეთმობა.

2021 წლის დეკემბერში მოიხატა.

გინესის რეკორდების წიგნშიც შეიძლება შეტანა.

დავით მაჭავარიანის ნახატები…”