26 დეკემბერი, 2021

ვან გოგის საინტერესო წერილი

მსოფლიო მოვლენა მხატვრობაში – ვინსენტ ვან გოგი ამბობდა:

“მე ჩემი საქმისთვის საკუთარი ცხოვრებით გადავიხადე და ის ჩემი გონების ნახევარი დამიჯდა.“ ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ მხატვარმა სიცოცხლეში მხოლოდ და მხოლოდ 2 ნახატი გაყიდა, დღეს კი მისი ნამუშევრები საკმაოდ ძვირი ღირს.

“არტინფო” გთავაზობთ ვან გოგის ერთ-ერთ წერილს:

“ეს მღვდლების ღმერთი ჩემთვის მკვდარია, მაგრამ განა, ამის გამო ათეისტი ვარ? მღვდლებს ათეისტი ვგონივარ. დე, ასე იყოს. მაგრამ მე მიყვარს.. სიყვარულს კი როგორ შევძლებდი, რომ არ ვცოცხლობდეთ მეცა და სხვებიც… და რაკი ვცოცხლობთ, ეს ამბავი თავისთავად სასწაულია.

დაარქვი რაც გსურს, თუნდ ღმერთი, თუნდ კაცის ბუნება, მაგრამ რაღაც მაინც არსებობს და მე მისი არც გარკვევა შემიძლია, არც რაიმე სისტემაში მოთავსება. თუმცა ეს რაღაც მეტისმეტად რეალური და არსებითია. ჩემი ღმერთი სწორედ ეს არის, ანდა, ის ჩემთვის იგივეა, რაც ღმერთი.”