8 დეკემბერი, 2021

უნიკალური გამოფენა ვანის ქვაბებსა და თმოგვის ციხეზე

7 დეკემბერს ონლაინ პლატფორმა Artsteps-ზე განთავსდა ვირტუალური გამოფენა სახელწოდებით: „ფოტოები სამცხე-ჯავახეთიდან (ვანის ქვაბებისა და თმოგვის ციხის დიგიტალიცაზიის პროექტი)“.

https://www.artsteps.com/embed/61a9e132c58d10a7d8ad4174/560/315

პროექტის შედეგად შეიქმნა 100 მაღალი რეზოლუციის ფოტო (50 თმოგვის ციხე – 50 ვანის ქვაბები), თუმცა ფოტოგრაფის კეთილი ნებით, დამატებულ იქნა დამატებითი მასალა, რომელიც ასახავს ზედა თმოგვის ციხეს.

წარდგენილი პროექტი მოიზარებს კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლის: ვანის ქვაბებისა და თმოგვის ციხის შენარჩუნებას, დაცვასა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას – დოკუმენტური ფოტომასალის შექმნის გზით.

პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში სახელწოდებით – „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“

ფოტოგრაფი: გიორგი მაღრაძე

პროექტის მენეჯერი: ნუცი კაჭახიძე

მძიმე პანდემიური ვითარების გამო პროექტის პოპულარიზება განხორცილედა ონლაინ პლატფრომა: artsteps-ის მეშვეობით, რაც თავის მხრივ ინოვაციური მიდგომაა გამოფენის მოწყობის კუთხით!