11 დეკემბერი, 2021

უმნიშვნელოვანესი 11 დეკემბერი ზურაბ სოტკილავასთვის

ოპერის მომღერლის ზურაბ სოტკილავასთვის 11 დეკემბერი მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი თარიღი იყო.
ამბავს ტენორის შვილი ქეთევან სოტკილავა იხსენებს:

“1962 წლის 11 დეკემბერს დაიბადა ტენორი ზურაბ სოტკილავა. სწორედ ამ დღეს მიიღო პირველი გაკვეთილი დავით ანდღულაძისგან. მისი მოსმენის შემდეგ, ნოდარ ანდღულაძემ თქვა: “ჩვენს კლასში გენიალური მომღერალია!”

ასე გახდა ზურაბ სოტკილავა “დავით ანდღულაძის კლასის გული”, საიდანაც დაიწყო მომღერლის გრძელი და ლამაზი გზა. 11 დეკემბერს ის ყოველთვის აღნიშნავდა, როგორც მეორე დაბადების დღეს. ამ დღეს აუცილებლად დაურეკავდა ჯერ დავით ანდღულაძე, შემდეგ ნოდარ ანდღულაძე, მოგვიანებით კი თავად აღნიშნავდა ამ დღეს ჩვენთან და თავის სტუდენტებთან ერთად…

ახლა ყველა აღვნიშნავთ ამ დღეს მის გარეშე… და ასე იქნება ყოველთვის!”

ზურაბ სოტკილავა და დავით ანდღულაძე