19 დეკემბერი, 2021

თემურ ელიავას საოცარი ჩანაწერი

პოეტი თემურ ელიავა თავისი მრავალფეროვანი და ორიგინალური პოეზიიდან ერთ-ერთ ლექსს “წისქვილი” გვთავაზობს:

“გარეთ თოვდა. აბგად ჰქონდა ერთი მუჭა ხორბალი.
ქარი ქროდა, ქარი ქროდა, ტრიალებდა ბორბალი.
აღარც ფაცხა, აღარც ქისა, აღარც ჩინი თვალისა…
კაცი, საცხა ასი წლისა, იხსენებდა თავისას.
ამრიაო, დამრიაო, ქოვა თქუ დო ვარიაო,
ქინძისთავიც არ მაჩუქა, დედის ნახსოვარიაო.
ველად ვსდიე. აბა, წიე, ჯანიანი ვიყავი,
თუმც, მალევე დავეწიე, ვერაფერი ვუყავი
– გოგო, გოგო, თვალკაკაბა,
ხვალვე ცოლად შეგირთავ!
ცხრა სულ მსახურს დაგიყენებ,
ცხრა ძმას დავთმობ შეგირდად…
ასე მითხრა:- არ მინდაო, ბიჭო, შენი დოვლათი.
რაც მაცვია იმითაო, სხვას მივყვები ცოლათო.
ამრიაო, დამრიაო, ქოვა თქუ დო ვარიაო,
ქინძისთავიც არ მაჩუქა, დედის ნახსოვარიაო
კაცი, საცხა ასი წლისა , იხსენებდა თავისას…
აღარც ფაცხა, აღარც ქისა, აღარც ჩინი თვალისა
გარედ თოვდა, აბგად ჰქონდა ერთი მუჭა ხორბალი,
ქარი ქროდა, ქარი ქროდა, ტრიალებდა ბორბალი.”